მიმდინარეობს გვერდის დამუშავება.
+995 599-53-22-33

შესავალი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის დასავლეთის რაიონებში განსაკუთრებული ინტენსივობით მიმდინარეობს წყლისმიერი ეროზიული პროცესები რომელთა უარყოფითი ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური შედეგები საყოველთაოდაა აღიარებული,
მსოფლიო გამოცდილებით,თანამედროვე ბიოინჟინერული მეთოდებით წყლისმიერი ეროზიისაგან ნიადაგის დაცვის პროგრესული ტექნოლოგიის რეალიზაცია ფართო მაშტაბით მიმდინარეობს სწრაფმზარდი მერქნიანი სახეობების გამოყენებით,რომელთა მეშვეობით დროის მცირე მონაკვეთში მიიღწევა ხანგრძლივი და მაღალი კომპლექსური ეკოლოგიური,სოციალური და ეკონომიკურიშედეგები.ამ სახეობებს შორის აღიარებული ლიდერობა პაულონიას მიეკუთვნება.
ამჟამად, მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტის 50 ქვეყანაში, მათ შორის განსაკუთრებით ჩინეთში, ინდოეთში, ტაილანდში, პაკისტანში, იაპონიაში,  იტალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, თურქეთში, ფილიპინებზე, ურუგვაიში, ნიგერიაში, ბრაზილიაში და ხვა, მიმდინარეობს პაულონიასხვადასხვა დანიშნულების პლანტაციების გაშენება ან მუშავდება პროექტები მისი მაშტაბური დარგვისთვის. უნდა აღინიშნოს ,რომ ევროპაში თავისი ბუნებრივ-კლიმატური პირობებით მხოლოდ საქართველო ყველა პარამეტრით პასუხობს პაულონიას პლანტაციების გაშენების მოთხოვნებს, მათ შორის ეროზირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობებზე.
პაულონიას მიმართ დაინტერესება საქართველოში ამ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც გარემოს დაცვით თვისებებთან ერთად მსოფლიო ბაზარზე მის მერქანზე დიდი მოთხოვნილებით აიხსნება.

  • პაულონიას ძირითადი მახასიათებლები

 

    • ბიოეკოლოგიური თავისებურებები

გვარი paulownia sied.et cuce-პაულოვნია,გავრცელებულია მსოფლიოში ხეების სახით,თუმცა მიეკუთვნებაserophulaziaceaelinda-ქერქისებრთა ოჯახს,რომელიც ძირითადათ აერთიანებს ბალახებს და ბუჩქებს, იშვიათად კი ლიანებს და ხეებს.
პაულოვნიას ხეები მსხვილი, საშუალო სიმაღლის დიდი ფოთლოვანი სწრაფმზარდი ხეა. მის სამშობლოდ იაპონიაა მიჩნეული, თუმცა 10 სახეობა გვხვდება ჩინეთში, სადაც ბუნებრივად ვრცელდება 22- 40გრადუს განედზე ,ტროპიკულიდან ზომიერად გრილამდე.
პროფესორ ი.აბაშიძის (1962) აღწერით, საქართველოში ინტროდუქცირებულიაpaulownia tometozathund.- ბურძგლიანიპაულოვნია, რომელსაც ხშირად ადამის ან გარემოსდაცვით ხეს უწოდებენ.

    • პაულოვნიას მერქნის ფიზიკურ -მექანიკური თვისებები და ქიმიური შემადგენლობა

 

პაულოვნია გულოვანი, გაბნეულ- ჭურჭლიანი სახეობაა.ცილა ვიწროა , მონაცრისფრო-თეთრი ან ღია ყვითელი, გული მონაცრისფრო ,ღია ყვითელი ფერისაა, აბრეშუმისებრი ელვარება აქვს,წლიური შრეები ფართოა, შესამჩნევი სამივე ჭრილზე. წლიური შრის გვიანა ნაწილში პარენქიმული უჯრედები ჯგუფდებიან და ტანგენტიალურიმიმართულებით ქმნიან ღია ფერის ხაზების ან წერტილების სურათს.რადიალური სხივები ძალიან ვიწრო და მრავალრიცხოვანია.
პაულოვნიას მერქნის ფიზიკურ მექანიკური მაჩვენებლები უახლოვდება რბილი ჯიშების მერქნის მაჩვენებლებს, მაგრამ მათთან შედარებით მას აქვს მცირე მოცულობითი წონა ( ა. კაჩალოვის, 1970 მიხედვით 0,230) და არაერთი უნიკალური თვისება, რომლიდანაც აღსანიშნავია:
ცეცხლისადმი მაღალი მდგრადობა 425 deg (საშუალოდ მერქნიანი მცენარეებისათვის -223 deg.)სწრაფი შრობადობა- 24-48 საათი,უმნიშვნელო შრობის დეფექტებით
დამზადებიდან30-60 დღის შემდეგ ბუნებრივ გარემოში მისი მერქანი არ დეფორმირდება და არ იხლიჩება
მდგრადია მერქნის მავნებელ დაავადებათა მიმართ
მაღალი ფეროვნება-75-80 % (ფიჭვი-62, ვერხვი-71-73 %)

პაულოვნიას მერქნის ზემოთ ნაჩვენები ფიზიკურ -მექანიკური თვისებები განაპირობებენ მის მრავალფეროვან გამოყენებას ხის გადამუშავებისა და ავეჯის წარმოებაში, ხოლო ქიმიური შემადგენლობაა: ცელულოზა 46-49 %, ჰემა-ცელულოზა, პენტოზანები 22-25 % , ლიგნინი 21-23 %, ტენის შემადგენლობის სიმკვრივე 10 %, ბოჭკოს სიგრძე-0.77 მმ, სიგანე-0,028 მმ (ზ. ჩხუბიანიშვილი, 1973),განაპირობებენ მისი მერქნის, როგორც ცელულოზა - ქაღალდის წარმოების ნედლეულის სრულ ვარგისიანობას.

  • გამოყენების ძირითადი სფეროები და ეფექტურობა

 

თვისი სილამაზითა და აბრეშუმისამებრ ნათელი ფერით, გასაკვირი არაა რომ ადამიანებს პირველი დანახვისთანავე უყვარდებათ პაულოვნიას ხის მასალა. პაულოვნიას ხისაგან გამოდის ღია ჩალისფერი ხის მასალა, მსუბუქია, რბილია და ადვილად დასამუშავებელი, მაგრამ გამძლე, იოლად არ მრუდდება და არ ტყდება.პაულოვნია კარგად შრება,აქედან გამომდინარე ამცირებს გაშრობის ხარჯებს. მაღალი ხარისხის პაულოვნიას ხის მასალა შესაფერისია ფანერის, ავეჯის, სურათისა და ფანჯრის ჩარჩოებისა და სხვა პროდუქციის წარმოებისთვის. პაულოვნიის მასალის ინდუსტრია დამკვიდრდა ჩინეთში, ტაივანში, იაპონიაში, კორეაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ბრაზილიაში, აგრეთვე ავსტრალიაში. უფრო დიდი მოთხოვნილების გამო იაპონია ყიდულობს პაულოვნიას ხის მასალას 90%. მის დაახლოვებით 80 პროცენტს იაპონია იყენებს  ფანერისა და ავეჯისათვის, 12 პროცენტ% პატარა ყუთებისათვის. დანარჩენს ფეხსაცმლისა და ტრადიციული მუსიკალური ინსტრუმენტების დასამზადებლად.
პაულოვნიას პლანტაციებს აშენებენ მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, საკმაოდ დიდ ფართობებზე. სარგებელი მნიშვნელოვანი და სწრაფია. შესამჩნევად გაიზარდა ტყის პროდუქტების წარმოება, ძირზე მდგომი ხე-ტყის მარაგი,მესაქონლეობის და მეფუტკრეობის ადგილობრივი საკვები ბაზა: ამასთან ერთად შეჩერდა მიწის დეგრადაცია დიდ ფართობებზე.
საქართველოში პაულოვნიას გაშენებით, მათ შორის ეროზირებულ ფართობებზე მიიღწევა შემდეგი ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური შედეგები:

ეკოლოგიური შედეგები
ნიადაგის ჩამორეცხვის და მისი უარყოფითი შედეგების აღკვეთა, რომელიც მიიღწევა პაულოვნიას ღრმა და განტოტვითი ფესვთა სისტემის მეშვეობით გაშენებიდან 2-3 წლის შემდეგ.
ნიადაგის თვისებების გაუმჯობესება და სტაბილიზაციის შენარჩუნება, ყოველწლიური ფოთოლცვენის შედეგად.
მიკროკლიმატის რეგულირება: ქარის სიძლიერის შენელება-30 პრ -მდე ნიადაგის ტენიანობის გაზრდა -7-12 % და ა.შ
ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება -გაძლიერება

ეკონომიკური შედეგები
მიმდებარე ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის კულტურების მოსავლიანობის გაზრდა.სიმინდის 20-25, ბოსტნეულის 25-30 დაციტრუსის 30%,რომელიც მიიღწევა მიკროკლიმატის გაუმჯობესების შედეგად
სხვადასხვა სახის მერქნის (საშეშე, სასარე, საფანერე, სახერხი) სტაბილური წარმოება ხანგრძლივი დროის პერიოდში ბუნებრივი ,ძლიერი რეგენერაციის შედეგად.
მცენარის ფოთლების მეცხოველეობაში დამატებითი მწვანე მასის საკვები სახით გამოიყენება, რომელშიც პროტეინის შემცველობა 15 პროცენტს აღემატება.
მეფუტკრეობის, სოკოს და ტყის სხვა არაპირდაპირი პროდუქციის მიღება
დაბანდებული კაპიტალის გამოსყიდვის შედარებით მცირე პერიოდი
რიგთაშორისებში თავთვიანი კულტურების დათესვით ან ბამბუკის დარგვით დამატებითი პროდუქციის წარმოების შემოსავლები.

სოციალური შედეგი

  • ფერმერებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება პლანტაციების გაშენების, მოვლისა და მერქნიანი პროდუქციის დამზადებისა და რეალიზაციის სფეროში.
  • სამუშაოთა სეზონურობის შემცირება
  • ნახშირბადის სეკვესტრი
  • რეკრეაციული ადგილებისა და ვიზუალურად მიმზიდველი გარემოს შექმნა.

როგორც ჩანს ,დროის მოკლე პერიოდში მიიღწევა კომპლექსური ხასიათის ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ეფექტიანობა, რაც გადამწყვეტ უპირატესობას ანიჭებს მას სხვა მერქნიან სახეობებთან შედარებით.

4.2   სამასალე მერქნის დამზადება

პლანტაციებში სამასალე ღეროს ჭრა შეიძლება დაიწყოს გაშენებიდან 5-6 წლის შემდაგ, ხოლო ჭრის ბრუნვის დაწესება უშუალოდ დაკავშირებულია ფერმერთა სურვილებსა და ბაზრის კონიუნქტურასთან.
ღეროების ჭრის სისტემად შეიძლება გამოყენებული იქნას- პირწმინდა ან ამორჩევითი.ბუნებრივი განახლება ორივე სისტემის დროს დამაკმაყოფილებელია, თუმცა უპირატესობას ანიჭებენ ამორჩევით სისტემას , როცა ერთ ჯერზე იჭრება ღეროს რაოდენობათა 20%, პირველ რიგში დაზიანებული, ნაკლებად განვითარებული, ან ზრდაში შეზღუდული ღეროები.

  •  რისკის ფაქტორები

საქართველოს ბუნებრივი პირობები ქმნის ყველა პირობას , პაულოვნიას პლანტაციების რისკის გარეშე გაშენებისა. კერძოდ:

  • მოსალოდნელი ეკოლოგიური გარემოს დარღვევა მინიმალურია
  • ძლიერი ფესვების სისტემის მეშვეობით იცავს ნიადაგს ეროზიისაგან
  • პლანტაციაში მაღალი სინესტე გამორიცხავს ზაფხულის ცხელ დღეებში ხანძრის გაჩენის საშიშროებას
  • პაულოვნიას ბიოეკოლოგიური თავისებურებები, აგრეთვე მოვლითი ღონისძიებები მნიშვნელოვნად ზღუდავენ ხეებზე დაავადებებისა და მავნებლების სწრაფ, მასიურ გავრცელებას
  • პაულოვნია მიჩნეულია ეკოლოგიურად სუფთა მცენარედ და არ იწვევს ალერგიულ დაავადებებს
  • მსოფლიო ბაზარზე პაულოვნიას მერქანზე და მის პროდუქციაზე მოთხოვნილება , მაღალრენტაბელურს ხდის გაწეულ დანახარჯებს.

პაულოვნიას პლანტაციების გაშენების ეფექტურობის ინდიკატორებია:

  • საქართველოს რიგ რაიონებში იდეალურს მიახლოებული კლიმატური პირობები
  • პლანტაციის ტერიტორიების სიახლოვე ზღვასთან და მიღებული პროდუქციის ტრანსპორტირების უახლოესი გზა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში
  • მაღალი გარემოსდაცვითი და სოციალურ ეკონომიკური მაჩვენებლები.

შედარებითი თვისებები ხის ზრდის სისწრაფით, 7 ყველაზე სწრაფად მზარდი ხე პლანეტაზე.


სახელი

ზრდის ტემპი წელიწადში

სიმაღლე სამ წელიწადში

ზრდასრული ხე

პაულოვნია, სამეფო ხე

3-5 მ

10,5- 15,5 მ

15-20

ჰიბრიდული ტირიფი

1,5-4 მ

7,5-12 მ

15-20

ალვის ხე

2,5-3,5 მ

9-12 მ

20-25

ჰიბრიდული ალვის ხე

2,5-3,5 მ

9-12 მ

20-30

მუხა

2-2,5 მ

7-9 მ

15-20

ევკალიპტის ხე

2-2,5 მ

6-9 მ

10-16

მტირალა ტირიფი

1,5-2,5 მ

5-9 მ

15-20

  • ყველა ამ სახეობიდან პაულოვნია არის ნაკლებად პრეტენზიული ნიადაგის ხარისხთან დაკავშირებით. იგი ადვილად ერგება სხვადასხვა ტიპის ნიადაგს და მხოლოდ კონკრეტული მოთხოვნა არის საკმარისი ტენიანობა მისი ზრდის პირველ წლებში. მცენარე ცხოვრობს დიდხანს -70-100 წლამდე რაც გამონაკლისია სხვა სწრაფმზარდი სახეობებს შორის. პაულოვნიასსახეობებს შერჩევისას საჭიროა გავითვალისწინოთ ტემპერატურა. ცნობილი რომ პაულოვნიატომენტოზა უძლებს -27 გრადუსს, პაულოვნია ელენგოტა-16 გრადუსს.

 

  • წყალს დიდი მნიშნელობა აქვს ახალგაზრდა ხეების მოშენებისთვის, ზრდის პირველ და მეორე წელს.ამის შემდეგ ფესვტა სისტემა უკვე მტკიცედ არის განვითარებული და აღწევს წყალშემცველ ფენას.ხეების მორწყვის ყველაზე ადვილი აშუალებაა წვეთოვანი მორწყვის სისტემა.ერთ ახალგაზრდა ხეს სჭირდება დაახლოვებით 20-30 ლიტრი წყალი, კვირაში 1-2 მორწყვით.
  • TERAWET ---ის გამოყენების შემთხვევაში, საკმარისია ნახევრად მორწყვა,

დაწვრილებით აღნიშნულ პრეპარატზე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ. შპს ფორტუნა არის ამ პრეპარატის  ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.

პარტნიორები

Terawet