მიმდინარეობს გვერდის დამუშავება.
+995 599-53-22-33
  • გაშენებისა და მოვლის ძირითადი რეკომენდაციები

პაულოვნიას გაშენება, მათ შორის ეროზირებულ ფართობებზე, შემდგომი მოვლა და მასში მეურნეობის წარმოება, ემყარება პროგრესულ ტექნოლოგიას, რომელიც თავის მხრივ მოიცავს რიგ სპეციფიკურ მიდგომებს.მთლიანობაში , პაულოვნიას  მოვლის აქტიურ პერიოდად მიჩნეულია გაშენებიდან პირველი 36 თვე, რომლის დროსაც ხორციელდება: ნერგის დარგვა, სარეველების კონტროლი, მორწყვა, ნიადაგის განოყიერება, ტოტების შეჭრა, ნარგაობის დაცვა და სხვა. ამავე დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება გასაშენებელი ადგილის შერჩევასა და მცენარის დასარგავად  მოსამზადებელ სამუშაოებს: ფართობის გასუფთავება, ნიადაგის მომზადება დასარგავად, მარკირება და ა.შ აღსანიშნავია, რომ შრომითი და ფულადი დანახარჯების თვალსაზრისით აღნიშნული პერიოდი შედარებით მცირეა და არ აღემატება პირველ 24 თვეს.

    • ადგილმდებარეობის შერჩევა

 

ადგილის შერჩევა მნიშვნელოვანი ფაქტორიაპაულოვნიას წარმატებული გაშენებისათვის, თუმცა იგი საკმაოდ შემგუებელი მცენარეა. ყველაზე კარგად იზრდება მზიან ადგილებზე, თავისუფლად შრობად, ქვიშა თიხნარი, თიხნარი ტიპის ნიადაგებზე რომელთა მჟავიანობა 5-7-ის ფარგლებშია, 0,05%-ის სიმლაშით, მიწისქვეშა წყლის დონე უნდა აღემატებოდეს 2,5 მეტრს, შეუძლია აქტიურად შეითვისოს ნიადაგიდან კალციუმი და მაგნიუმი.
პაულოვნია ვერ იტანს მძიმე თიხნარ ნიადაგს, დატბორვას, ჭაობიან და ძალზე ტენიან ნიადაგებს. საქართველოში საუკეთესოდ ვითარდება ზღვის დონიდან 250-300 მეტრამდე, თუმცა მოვლის სათანადო პირობებში შეიძლება დაირგოს 650-700 მეტრამდე ზღვის დონიდან. შესანიშნავად ვითარდება, როცა ნალექების წლიური რაოდენობა 1100-1200 მმ აღწევს.

 

    • ფართობის მომზადება პლანტაციის გაშენებისათვის

ფართობის გაწმენდა მცენარეებისაგანპაულოვნიას ნერგების დარგვისა და შემდგომი განვითარების შესაძლებლობის გასაუმჯობესებლად ზოგიერთი ადგილისათვის აუცილებელია ფართობების მცენარეებისაგან გაწმენდა.

ნიადაგის დამუშავება
ფართობების უმეტესობებისათვის პაულოვნიას დარგვის დაწყებამდე აუცილებელი იქნება ნიადაგის დამუშავება.ამ მიზნით შეიძლება გამოყენებული იყვეს სამი ცნობილი წესი: დატერასება , ბაქნები და მოხვნა. ყველა შემთხვევაში დასარგავი ადგილი კარგად უნდა იყოს დამუშავებული, ისე როგორც ეს მიღებულია სოიოს, თამბაქოსა და ბამბის კულტურებისთვის.
პაულოვნიას ნერგის დასარგავად ტერიტორიის მარკირების შემდგომ, ყოველი დასარგავად გათვალისწინებული ადგილი 1 მ -1 მ ზე უნდა დაიბაროს 35-40 სმ სიღრმით.

 

    • შემოღობვა
    • პაულოვნიას პლანტაციის გაშენება

პაულოვნიასკონტეინიზირებული ნერგები

პაულოვნიას ნერგები როგორც წრსი მოთავსებულია კონტეინერებში .,რომელშიც ფესვების გარშემო განოყიერებული ნიადაგის ფენაა და ამ სახით იგი ირგვება ნიადაგში. მოფლიო პრაქტიკაში გამოიყენება პაულოვნიას გაშენება ფესურებითაც, რომელსაც რიგი უარყოფითი მხარეები გააჩნია და ამიტომ მას იშვიათად იყენებენ.
პაულოვნიასკონტეინიზირებული ნერგის მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ოფიციალური ხარისხის სერთიფიკატი კლონირების ჩვენებით, ფიტო სანიტარული ცნობა და ტრანსპორტირების დაწყების დღე. სულ მცირე  6-7 კვირიანი , სიმაღლით 12-15 სმ იანი კლონირებული პაულოვნია ნერგების დარგვა უნდა მოხდეს ტრანსპორტირების დაწყებიდან 7-10 დღეში. ცხელი ამინდის პირობებში აუცილებელია ნერგის მსუბუქი დანამვა დღეში ორჯერ.
თუ კონტეინერი პლასტმასის ან სხვა არათვითგამხსნადი მასალისაა პაულოვნიას ნერგი ფრთხილად უნდა იქნას ამოღებული კონტეინერიდან მიწის გუნდის დაუშლელად და დაირგოს ორმოში.

  • დარგვის დრო

 

კონტეინიზირებული ნერგები დარგვის სეზონს უფრო ზრდის ისე, რომ საქართველოში მისი განხორციელება შემოდგომაზე, სექტემბერშიც კი არის შესაძლებელი, ხოლო გაზაფხულზე- აპრილის თვეშიც. ოპტიმალურად ითვლება მაისი - ივნისის თვეები. ყველა შემთხვევაში დარგვა უნდა მოხდეს პირველ ყინვამდე 6-8 კვირით ადრე. ხშირად პაულოვნიას დარგვას ამთხვევენ პომიდვრის ჩითილის დარგვის პერიოდს.
უმჯობესია თავის შეკავება წელიწადის ყველაზე ცხელ პერიოდში დარგვისაგან. არასასურველია ასევე ქარიან ამინდში დარგვაც.

  • დარგვის სქემები

პაულოვნიას დარგვის სქემაში იგულისხმება მათი განლაგება ფართობზე, მანძილი რიგებს შორის. ძირითადათ ირგვება ზოლებად ,თუმცა გამორიცხული არ არის მისი დარგვა ჭადრაკულად რასაც განაპირობებს: ტერიტორიის რელიეფი,  პლანტაციის გაშენების მიზანი,  და მოვლითი სამუშაოების ჩატარების წესი.
მხოლოდ ნიადაგის დაცვის მიზნით გაშენებული პაულოვნიას ძირთა რაოდენობა შეიძლება ჰექტარზე 1000 ს აღემატებოდეს. რაც არ გამორიცხავს მასში , სხვდასხვა სარგებლის მიღების შესაძლებლობას, თუმცა  ამ შემთხვევაში მაღალი საფანერე და საავეჯე მერქნის  მიღება შეზღუდული იქნება.სამეურნეო თვალსაზრისით უფრო გავრცელებულია პაულოვნიას ძირების რაოდენობა ჰექტარზე 500( რიგთაშორისებში 4 მ და რიგებში 5 მ) ან 625( 4 მ /4 მ), რაც უპირველეს ყოვლისა პლანტაციებში ქმნის მცენარისათვის მზის ენერგიისა და  დანათების სასურველ რეჟიმს, ხელ უწყობს მის სწრაფ ზრდას და რეგენერაციას, აუმჯობესებს მერქნის ხარისხს
ჩინეთში და სხვა ქვეყნებში დადებით შედეგს იძლევა რიგთაშორისებში 2 მეტრის სიგანეზე მარცვლეულის, პარკოსნების, ბოსტნეულის და სამკურნალო მცენარეების დათესვა -მოყვანა, რაც დამატებითი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს , ხოლო რიგ შემთხვევებში, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პაულოვნიასთან ერთად ბამბუკის ღეროებსაც ზრდიან.

  • დარგვის ტექნიკა

 

პაულოვნიასკონტეინიზირებული ნერგი ხელით უნდა  დაირგოს, რისთვისაც მოსახერხებელ იარაღად კანადურ ბარჯს მიიჩნევენ
რამდენიმე რჩევა დარგვის ხარისხიანად შესრულებისთვის:
1.წინასწარ მონიშნულ და დაბარულ ადგილზე  უნდა ამოითხაროს ისეთი სიღრმის ორმო, რომელიც საკმარისი იქნება კონტეინერისათვის. დარწნუნდით,  რომ ორმოდან ამოღებული მიწა ფხვიერია, ხოლო თუ ნიადაგი მშრალია , აუცილებელია მისი დატენიანება.
2. ნერგი უნდა ჩაიდოს ორმოში და დაფიქსირდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში ისე რომ ფესვი ნიადაგიდან 5 სმ ით ქვემოთ იყვეს.
3. ფხვიერი მიწა ისევ ჩაიყაროს ორმოში ისე ,რომ ფესვის ყელი შევსებული ნიადაგის ზედაპირის სიმაღლეზე იყოს ან მასზე ოდნავ ქვემოთ.
4, ნერგის გარშემო უნდა კარგად დაიტკეპნოს მიწა, ისე, რომ ნერგი მყარად იდგეს და დამოუკიდებლად შეეძლოს ვერტიკალურ მდგომარეობაში დარჩენა.
5, გაუკეთდეს დარგვის ადგილას წყალშემკრები ჯამი.
6. დარგვის შემდეგ მცენარეები დაუყოვნებლივ უნდა მირწყოს ამინდისა და ნიადაგის დატენიანების გათვალისწინებით.

  • შევსება

 

შევსებაში იგულისხმებაპაულოვნიას იმ ძირების ახალი ნერგებით ჩანაცვლება, რომლებიც პირველი ან შემდგომი სეზონის განმავლობაში დაიღუპნენ ან ზრდა ვერ მოახერხეს.
ოპტიმალურად ჩაითვლება თუ მცენარეთა გახარების პროცენტი 95 ს აღემატება, 94-დან 70% მდე უნდა მოხდეს ნარგაობის შევსება, ხოლო 30% დაბლა გახარების შემთხვევაში პაულოვნიას დარგვა განხორციელდეს თავიდან.
ინსტრუქციები შევსებისათვის იგივენაირია, როგორც დარგვისთვის

 

    • მცენარეთა მორწყვა

 

სხვა მცენარეების მსგავსად პაულოვნიას ნერგები შეიძლება დაიღუპოს შეუფერებელი ტენიანობის გამო. ამიტომ  მორწყვა ახალგაზრდა ნერგებს რთულ პერიოდს გადაატანინებს.
აღსანიშნავია, რომ გამოყვანილიაp.elongatas- გვალვაგამძლე სახეობა რომელიც ჯერჯერობით საქართველოში მასიურად არ არის  დანერგილი  თუმცა ჩვენ შეგვიძლია უკვე ამ ნერგის მიწოდებაც.
მნიშვნელოვანია ზედაპირული მორწყვის რეჟიმი, პაულოვნიას უყვარს წყლის შესრუტვა, მაგრამ მუდმივად, ყოველდღიურ წყალში ისინი იღუპებიან.. პირველი ნიშანია ფოთლების ფერის შეცვლა- გაყავისფრება და შემდგომ გახმობა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ ცხელ ამინდში პაულოვნიას ფოთლის დროებითი ჭკნობა ნორმალური მოვლენაა- ეს არის დამცველობითი მექანიზმი მეტისმეტი აორთქლების თავიდან ასაცილებლად. თუ ფოთლები დროებით ჭკნებიან სიცხის გამო, მაგრამ ნიადაგი ნოტიოა, ისინი არ უნდა მოირწყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ფესვების ლპობა.
მორწყვის რეჟიმი დამოკიდებულია ნიადაგის ტიპზე და წვიმიან დღეთა ინტენსივობაზე. მორწყვა სასურველია გაგრძელდეს პირველი ორი წლის ზაფხულის სეზონზე, მაგრამ აუცილებელია მისი განხორციელება დარგვიდან პირველი 16 კვირის განმავლობაში, თუ არ არის  წვიმიანი ამინდი. როგორც წესი, პირველი 8 კვირის განმავლობაში მორწყვა ხდება კვირაში 2 ჯერ, თითოეულ ჯერზე 1,5-2,0 ლიტრი წყლის დასხმით. მთლიანობაში დასასხმელი წყლის რაოდენობას შექმნილი მდგომარეობიდან განსაზღვრავს ფერმერი.
ახლად გაშენებული ნარგავების მორწყვისას, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ მორწყვა ბუნებრივ წვიმასთან მაქსიმალურად  მიახლოებული ფორმით მოხდეს და რომ მან ნიადაგის ჩამორეცხვა და ფესვების გაშიშვლება, ღეროს არამყარი დგომა და ნიადაგის საუკეთესო ფენის მოშორება არ გამოიწვიოს.

    •   ნიადაგის განაყოფიერება

 

პაულოვნიას სრული პოტენციალის მისაღწევად აქვს მოთხოვნილება სასარგებლო ნივთიერებების მიმართ. ამ მიზნით შეტანილი უნდა იქნეს სასუქი- ძირითადათ აზოტოვანი სასუქის შეტანა ხორციელდება  მცენარეთა ზრდის სტადიების მიხედვით და გრძელდება დარგვიდან 2 წლის სეზონის განმავლობაში. ზრდის აქტიურ ფაზაში , გაშენებიდან 1 თვის შემდეგ 12-14 კვირის განმავლობაში ხდება აზოტოვანი სასუქის ინტენსიური მიწოდება კვირაში 50 გრ ოდენობით. მეორე სეზონში , ვეგეტაციის დაწყებისთანავე მიეცემა აზოტოვანი სასუქი გაორმაგებული დოზით.
სასურველია სასუქი იყოს გრანულირებული. იგი უნდა დაიყაროს მცენარის ღეროდან18-24 სმ ი დაშორებით, განსაკუთრებით გაშენების პირველ წელს, რათა ღ მოახდინოს მცენარის დაზიანება. თუ პაულოვნიას ნერგის ფოთლებს არაჭარბიტენის გამო ეცვლება და იგი ყავისფერდება, საჭიროა სასუქის უფრო ინტენსიური და რეგულარული მიწოდება ყველა შემთხვევაში ადრე გაზაფხულზე და შემდეგ შემოდგომის დამდეგს.
ეფექტიანობით გამოირჩევა თხევადი ორგანული სასუქის დასხმა დარეგვიდან პირველი სეზონის განმავლობაში, რაც სრულფასოვნად ცვლის აზოტოვანი სასუქის შეტანას.

    • სარეველა მცენარეებზე კონტროლი

სარეველა მცენარეებზე კონტროლი წელიწადში  შესაძლოა რამოდენიმეჯერ განხორციელდეს. კონტროლის სიხშირეს და დროს თავად ფერმერი განსაზღვრავს იმის მიხედვით თუ გაშენების რომელი ტექნიკაა გამოყენებული. შეიძლება გამოყენებული იქნას კონტროლი სამი სხვადასხვა სახე:

  • ხელით კონტროლი
  • ქიმიური კონტროლი
  • თიბვა
    • მავნებლებისა და დაავადებების კონტროლი

პაულოვნიას ხეებს მავნებლებთან და დაავადებებთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები. მათ ზოგჯერ ზიანს აყენებენ მწერები, დაავადებები და პარაზიტი ცხოველები. ფოთლების გამანადგურებელ მწერებს შეუძლიათ გამოიწვიონ უმნიშვნელო ზიანი, რადგან პაულოვნიას ღერო როგორც წესი , სერიოზულად არ ზიანდება მათი თავდასხმისაგან. ფოთლებზე შეიძლება გაჩნდეს და გარკვეული ზიანი მიაყენოს მცენარის ზრდას -მუხლუხომ, რომლის წინააღმდეგ გამოიყენება sevin-ის ტიპის ფხვნილი, სხვადასხვა ფოთლის ლაქები, ფესვებისა და ღეროს დამალპობელი სოკოები თავს ესხმიან მცენარეს , ,მაგრამ ასეთი პრობლემები იშვიათადაა მწვავე.

    • გასხვლა (ტოტების შეჭრა და კვირტების მოცილება)

პაულოვნიასთანდაკავშირებითუპირველესიმიზანია: გაიზარდოსახალგაზრდა 5-6 მუტოტებოტანისმქონეღერო. ესარისყველაზეძვირადღირებულიხისნაწილი, რომელიცარისსუფთა - წანაზარდებისადაბზარებისგარეშე. ჩვეულებრივზამთარშიხისწვეროკვდებადაგაზაფხულზეხელახლაიზრდებაკვანძისებურად, შედეგადმიიღებაპატარატალღახისმასალისსტრუქტურაში. ტოტებიუნდაშეიჭრასფრთხილადდაარმოცილდესდიდიფოთლები. ახალგაზრდაპაულოვნიასდიდიფოთლებიხეებსმზისაგანიცავენ. ამფოთლებისმოცილებაანელებსხისზრდას, აგრეთვემეტისმეტიტოტებისშეჭრა 3 წლიდან (როდესაცფოთლებიპატარავდება) შეანელებსხისნორმალურფორმაციასდახისღეროსდიამეტრის ზრდას.
ტოტების შეჭრა უნდა გაკეთდეს 4-6 კვირაში ერთხელ  ყოველწლიურად, განსაკუთრებით პირველი 2 წლის განმავლობაში. როცა მცენარე მიაღწევს 15 მეტრს, გასხვლა საჭირო აღარ არის. ამავე დროს, პაულოვნიას ღეროზე ყოველთვის უნდა იყვეს 8-12 ფოთლიანი ტოტი.
გაშენებიდან პირველი წლის დასასრულს, გაზაფხულზე ( აპრილის ბოლო -მაისი) ხის მთავარი ღერო მიწიდან 10-15 სმ დაშორებით იჭრება, ხოლო ახალი ამოტანილიდან ირჩევა ყველაზე ძლიერი ღერო, რომელიც რჩება მისი ზრდის ბოლო პერიოდამდე.

 

4.პაულოვნიაას პლანტაციებში მერქნის დამზადება
4.1 მერქნული მარაგის წარმადობა

პაულოვნიას პლანტაციებში მერქნის მარაგის ნამატის შესახებ არსებული ინფორმაცია თითქმის იდენტურია და აღინიშნება მეტად მაღალი მაჩვენებლების არსებობა, ყოველ ძირზე ყოველწლიური საშუალო შემატება დიამეტრში მკერდის სიმაღლეზე შეადგენს3-4 სმ, მაქსიმალური 7-8 სმ. მოცულობა 0.03-0,05, მაქსიმალური 0.2 კუბ მეტრი. თერთმეტი წლის ასაკში, ნორმალურ გარემოსა და მოვლის პირობებში პაულოვნიას ღეროს დიამეტრი შეადგენს 77 სმ, სიმაღლე 21 მ და მოცულობა3.67 კუბ მ. აშშ -ს ჯორჯიას შტატში 5 წლიანი პაულოვნიას ღეროს დიამეტრი მკერდის სიმაღლეზე შეადგენს 18 სმ.
პაულოვნიის პლანტაციებში მერქნული მასის დაგროვება დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, მათ შორის გადამწყვეტია: გაშენების სქემა ან შესაბამის ერთეულზემცენარეთა რიცხვი და ხნოვანება.სხვადასხვა ქვეყანაში და საქართველოში არსებული საშუალო მაჩვენებლების ანალიზიდან ჩვენს მიერ ემპირიული გზით დადგენილია ღეროს სამასალე მერქნული ,მასის დაგროვების დინამიკა, როცა მისი სიმაღლე 6 მ-ია

 

  • პაულოვნიას ღეროს სამასალე მერქნის დაგროვების დინამიკა

მცენარის ხნოვანება დარგვიდან
წელი

დიამეტრი მკერდის სიმაღლეზე
სმ

ღეროს სამასალე მერქნის მარაგი, კუბ მ

შენნიშვნა

ერთი ღეროს

მთლიანი

1 ჰაზე 500 ძირის გაშენების შემთხვევაში სამასალე მერქნის მარაგს ემატება გადანაჭრისა და ტოტების მოცულობა 30-35%

6

26

0,3

150

7

29

0.4

200

8

33

0.6

300

9

37

0,75

375

10

41

1,0

200

15

58

2,2

1100

20

73

3,75

1875















მერქნის მარაგის მატების თვალსაზრისით ყველაზე ეფექტურად მიჩნეულია, როცა პლანტაციაში ერთ ჰექტარზე 500 ძირია გაშენებული. ამავე დროს, ნიადაგის დაცვის თვალსაზრისით სასურველია 700 -1000 ძირის გაშენება. ამ შემთხვევაში მარაგის მატება შედარებით მცირეა, მაგრამ ეფექტურობა მაინც მაღალია.

პარტნიორები

Terawet